სამართლებრივი კულტურა სსიპ ქ.რუსთავის №16 სკოლაში
Thursday, December 18, 2014
"მე და ჩემი უფლებები"
სამოქალაქო განათლების მიმართულებით, სკოლაში არამარტო ერთი მასწავლებელი და კონკრეტულ მოსწავლეთა ჯგუფი მუშაობს, არამედ სულიად სკოლა, გამომდინარე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან და სკოლის მისიიდან ჩვენ ვცდილობთ აღვიზარდოთ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე აქტურ მოქალაქეებად. სწორედ ამიტომ ჩვენს სკოლაში მოეწყო კიდევ ერთი საინტერსო შეხვედრა ადვოკატებთან თემაზე "მე და ჩემი უფლებები". ამჯერად ჩვენ გვესტუმრა "ადვოკატთა ალიანსი", მისი თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და წევრი იურისტები ომო მარგველაშვილი და ანი კვანტალიანი. შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ ჩვენი სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ირინა საყვრელიძე, შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ ბიწაძე. შეხვედრის ფორმატი გახლდათ კითხვა-პასუხის რეჟიმი და მოიცავდა ძირითადად ძალადობის თემატიკას და მისი პრევენციის სახეებს. დაისვა მრავალი კითხვა და გაიჟღერა კომპეტენტურმა პასუხებმა.
"სამართლებრივი კულტურის" გაკვეთილები ჩვენს სკოლაში
ჩვენს სკოლაში აქტიურად ხორციელდება Ph International ის პროგრამა "სამართლებრივი კულტურა" (მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენცია), რომელსაც მე7 კლასში უძღვება კლასის ხელმძღვანელი ვენერა იობაძე და სკოლის მანდატური ნინო ხუციშვილი. მათ ერთობლივად წყვილში უკვე მეორე გაკვეთილი ჩაატარეს და დიდი გამოხმაურება ჰპოვეს მოსწავლეთა და მშობელთა მხრიდან, გაჩნდა ინტერესი აღნიშნული პროექტის მიმართ და ასევე მოლოდინი იმ შედეგისა, რასაც პროგრამა ითვალისწინებს.
ჩვენ წარატებებს ვუსურვებთ ყველა იმ ადამიანს და სასკოლო მუშაობის რგოლს, რომელიც ჩართულია პრექტის განხორციელების საქმეში.
ჩვენ წარატებებს ვუსურვებთ ყველა იმ ადამიანს და სასკოლო მუშაობის რგოლს, რომელიც ჩართულია პრექტის განხორციელების საქმეში.
Tuesday, December 9, 2014
"ფესვები და ფრთები"
2014 წლის 25-31 ოქტომბერი ჩვენს სკოლაში დატვირთული იყო კვირეულით "ფესვები და ფრთები", რომლის ძირითადი მიზანი იყო თანამედროვეობაში არსებული ძალადობრივი პრბოლემების განხილვა და რეაგირება,სახელწოდებაც სიმბოლური გახლდათ "ფესვები" ჩვენი მშობლები, "ფრთები" კი ჩვენ შვილები, შესაბამისად ოჯახი და მასში არსებული მდგომარეობა.კვირეულის ფარგლებში მოეწყო:
1. ნახატების გამოფენა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მიერ შესრულებული,
2. სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ჩაატარეს თემში კვლევა ძალადობის საკითხების გარშემო
3. მოსწავლეთა თვითმმართველობამ ჩაწერა ინტერვიუები მოსახლეობაში და შექმნა სტატისტიკური მონაცემები და განიხილა
4. მოეწყო მთელი სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების, მოწვეული სტუმრების: მამა სერგი, ნათია ქოქიაშვილი (საია), მაკა კობრავა (სოციალური მომსახურების სააგენტო), დისკუსია ოჯახური ძალადობის თემაზე.
5. ნაჩვენები იქნა ფილმი "გადასახლება"
"მოზარდთა დანაშაულის პრევენციის პროგრამა" დაიწყო
ჩვენი სკოლა იქნა შერჩეული Ph International ის მიერ განხორციელებად "მოზარდთა დანაშაულის პრევენციის პროექტში" ჩასართავად. 17 ოქტომბრიდან სკოლის დირექცია, სამეურვეო საბჟო, დისციპლინული კომიტეტი და მანდატურის სამსახური იწყებს პირველ გადამზადებას ამ მიმართულებით.
ჩვენი სკოლა ამაყობს აღნიშნულ პროექტში მოხვედრას და შერჩევას :)
Subscribe to:
Posts (Atom)

























